Original upload date: Tue, 08 Sep 2020 00:00:00 GMT
Archive date: Sun, 05 Dec 2021 16:35:05 GMT
საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიცირებული პროექტი ავიაციის განვითარებასთან დაკავშირებით, აქტიურ ფაზაშია. საქართველოს თავდაცვის ძალების ბალანსზე არსებული Su-25 ტიპის თვითმფრინავე
...
ბი საავიაციო ქარხანაშია გადატანილი და სააქციო საზოგადოება „თბილავიამშენი“ საფრენი აპარატების კაპიტალურ სარემონტო სამუშაოებს ახორციელებს. დღეს თავდაცვის მინისტრი მიმდინარე სარემონტო და ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო და პროექტის მიმდინარეობის შესახებ სპეციალისტებისგან დეტალური ინფორმაცია მოისმინა. თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით სუ-25 გარდა, უახლოეს პერიოდში მოხდება მოიერიშე შვეულმფრენების მი-24-ების, UH-1-ების და L-39-ების რეაბილიტაცია და განახლება.
საავიაციო პარკის განახლების პროცესი „თბილავიამშენისა“ და „დელტას“ ერთობლივი თანამშრომლობით ხორციელდება. საფრენი აპარატების აღდგენა-რეაბილიტაცია-მოდერნიზაციის პარალელურად, პროექტი პირადი შემადგენლობის მომზადებასა და გადამზადებას, ასევე, შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნას ითვალისწინებს.
კაპიტალური რემონტი და მოდერნიზება საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ „მინისტრის ხედვაში“ გაწერილი თავდაცვის ძალების განვითარების გეგმის ფარგლებში მიმდინარეობს და მიზნად საქართველოს თავდაცვის ძალების საავიაციო ქვედანაყოფების გაძლიერებასა და განვითარებას ისახავს.