Original upload date: Wed, 08 Nov 2017 00:00:00 GMT
Archive date: Mon, 29 Nov 2021 05:50:32 GMT
დემონსტრაცია გაიმართა კონსტიტუციის მოედანზე, რომელიც განსაკუთრებული პომპეზურობით აღინიშნა საქართველოს გასაბჭოების 60 წლისთავთან და ლეონიდ ბრეჟნევის თბილისში ჩამოსვლასთან დაკავშირებით.
ტექსტს (პათეტი
...
კური) კითხულობენ თენგიზ ნათაძე და თინათინ მგალობლიშვილი. სამთავრობო ტრიბუნაზე ლეონიდ ბრეჟნევი, ედუარდ შევარდნაძე და სხვა ოფიციალური პირები. ერთმანეთს ენაცვლებიან სხვადასხვა რაიონის კოლონები დროშებითა, პლაკატებით, შეძახილებით "ვაშა"
ფერადი პლაკატი - ბრეჟნევი ბავშვებთან ერთად.
ბაღის აღსაზედელები პედაგოგებთან ერთად, მოედანზე დამონტაჟებულია ვარსკვლავის ფორმის ტრიბუნა, რომელზეც ფერადი ალმების საშუალებით ხდება საბჭოთა სიმბოლოკების, ლოზუნგების დემონსტრირება.
პიონერების კოლონა.
კოლონა ქართულ ეროვნილ სამოსში ცეკვითა და სიმღერით.
სბჭოთა რესპუბლიკების ეროვნულ სამოსში გამოწყობილი ახალგაზრდები ქორეოგრაფიული კომპოზიციით - "კატიუშას" , "Широка страна моя родная" მოტივებზე.
ორჯონიკიძის რაიონის კოლონა - მშრომელები, მეცნიერები, სტუდენტები.
ახალგაზრდების კოლონა ჩერდება სამთავრობო ტრიბუნასთან, ჟღერს კომკავშირული ფიცი (ქართულ და რუსულ ენებზე) "... ახალგაზრდობა შემოგფიცავს სამშოლოვ ... მშობლიურო პარტიავ ჩვენო ... შენი მიზნების ერთგულნი ვიყავით, ვართ და ვიქნებით მარად, ვფიცათ ..." შეძახილები "კომუნიზმის მშენებელ დიად საბჭოთა ხალხს დიდება! " "ლენინის პარტიას, ჩვენი ეპოქის სინდისს და ღირსებას დიდება!.."
ჟღერს სიმღერა "როცა მოგვიხმობს პარტია ..."
შსს კოლონა, სასულე ორკესტრი.
ტრანსლაციის ბოლოს თენგიზ ნათაძე აღნიშნავს, რომ ეს დღეები განსაკუთრების სასიხარულო და საბედნიერო იყო საქართველოს რესპუბლიკისთვის, რადგან სტუმრად იმყოფებოდა ლეონიდ ბრეჟნევი, ციტირებს მის ტექსტს.